სამცხე-ჯავახეთი. სამცხე-ჯავახეთის ჰაბის - დემოკრატ მესხთა კავშირის (UDM) ხელშეწყობით და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი-ს ორგანიზებით, ახალციხეში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის და აქტიური მოქალაქეებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარების გაუმჯობესება ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებით“.
„ტრენინგის მიზანია აღჭურვოს საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ახალგაზრდები და სამოქალაქო აქტივისტები საზოგადოებასთან გაუმჯობესებული ურთიერთობის, მხარდამჭერების მოზიდვისა და მოხალისეობრივი ან ქრაუდფანდინგის კამპანიების ორგანიზების საჭირო უნარებით.
ტრენინგი ხორციელდება პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)