en
ge

საზოგადოებრივი ორგანიზაციები დონორ ორგანიზაციებს მიმართავენ

თბილისი. საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა დონორ ორგანიზაციებს მიმართეს. 22 მაისს გავრცელებულ მიმართვით საზოგადოებრივი ორგანიზაციები პირველ რიგში მადლობას უხდიან საერთაშორისო თანამეგობრობას დღემდე გაწეული დახმარებისა და მომავალი მხარდაჭერისთვის. ასევე აცნობენ თავიანთ მოსაზრებებს თუ რა სახის მუშაობა მიაჩნიათ პრიორიტეტულად სამომავლოდ.
„აშკარაა ხელისუფლების მზადყოფნა, ჩართოს საზოგადოება პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა მნიშვნელოვანი რეფორმების შემუშავების პროცესში. სამოქალაქო საზოგადოებას ეძლევა შესაძლებლობა, მოისმინოს ხელისუფლების გეგმები, შეაფასოს მათი ეფექტიანობა, დააყენოს ალტერნატიული წინადადებები და გააკონტროლოს ხელისუფლების შემდგომი ქმედებები. თუმცა შედარებით დადებითი ტენდენციის მიუხედავად, ჯერ კიდევ არ არსებობს იმის გარანტია, რომ ეს პროცესი შეუქცევადი იქნება და ხელისუფლება მომავალშიც მოუსმენს სამოქალაქო საზოგადოებას. დიალოგისა და ჩართულობის შესანარჩუნებლად სამოქალაქო საზოგადოებამ დღესვე უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რაშიც მას დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა სჭირდება. დონორების დახმარება სჭირდება ახალ ხელისუფლებასაც",  ნათქვამია მიმართვაში.
მიმართვა
წყარო: cidacso.wordpress.com

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)