გურია. 20 ივნისს „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ორგანიზებით ჩატარდა კვლევის - „მშობლების შრომით მიგრაციის ზეგავლენა მათი არასრულწლოვანი შვილების აღზრდისა და განვითარების ფაქტორებზე“ საბოლოო ანგარიშის პრეზენტაცია.
„შეხვედრაზე დამსწრე აუდიტორია შეთანხმდა, რომ კვლევის რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ასევე ჩაერთვება შემუშავებული რეკომენდაციების ადვოკატირების პროცესებში.
კვლევის ანგარიში უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
კვლევა განხორციელდა „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ მიერ პროექტის „უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში ორგანიზაცია Brot für die Welt-ის ფინანსური მხარდაჭერით“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)