en
ge

კანდიდატის სტატუსის მისაღებად სასამართლოს რეფორმა აუცილებელია

კანდიდატის სტატუსის მისაღებად სასამართლოს რეფორმა აუცილებელია

თბილისი. კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის განცხადებას ავრცელებს და მიიჩნევს, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელია სასამართლოს რეფორმა.

„ევროკომისიის მიერ მიღებული დასკვნების თანახმად, რომელზეც საბოლოო გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს, უკრაინამ - 7, მოლდოვამ – 10, საქართველომ კი - 12 პირობა უნდა შეასრულოს. საქართველოსთვის დაწესებულ პირობებს შორის განსაკუთრებული ადგილი სასამართლოს რეფორმას უჭირავს.

მიგვაჩნია, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა, ადგილობრივი თუ საერთაშორისო აქტორების კრიტიკა და ევროკომისიის მიერ საკუთარ დასკვნაში დასახელებული პირობები მკაფიოდ მიუთითებს მართლმსაჯულების ფუნდამენტური რეფორმის აუცილებლობაზე. ცვლილებების საჭიროება განსაკუთრებით კრიტიკულია ევროპული ინტეგრაციის მიმდინარე, უმნიშვნელოვანესი პროცესების გათვალისწინებით, რამდენადაც მართლმსაჯულების რეფორმა ამ პროცესის წარმატების ერთ-ერთი ფუნდამენტური წინაპირობაა“, ნათქვამია განცხადებაში.

სრულად... 

წყარო: transparency.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)