თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს კვლევას: კეთილსინდისიერება საჯარო სამსახურში.
კვლევის მიგნებების თანახმად,
„219 საჯარო დაწესებულებიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით მხოლოდ 23 უწყებაშია შიდა სამართლებრივი დოკუმენტით დარეგულირებული თანამშრომელთა ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები.
ბოლო სამი წლის განმავლობაში ეთიკის ნორმების დარღვევები აღრიცხულია მხოლოდ 40 საჯარო დაწესებულებაში.
გამოკითხული რესპონდენტების 27%-მა არ იცოდა, არსებობდა თუ არა მათ დაწესებულებაში სტრუქტურული ერთეული, რომელიც პასუხისმგებელი იყო მხილების შესახებ განცხადების მიღებასა და რეაგირებაზე“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)