თბილისი. გაეცანით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საქმიანობის მოკლე აღწერას.
„ყოველწლიურად 30 000-მდე ფიზიკურ პირს უწევს უფასო იურიდიულ კონსულტაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ორგანიზაცია ასობით პირს იცავს სასამართლოსა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში. ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან საქმეებზე, საჭიროების მიხედვით მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს“...
მასალა მომზადებულია კამპანია „ეს ქვეყანა შენია“-ს მიერ, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტთან (IEP) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)