თბილისი. 23 მაისს გაიხსნა ადვოკატირების ორდღიანი
საერთაშორისო კონფერენცია „ციფრული მედიის რუკა". კონფერენციაზე განიხილება ციფრულ
საეთერო მუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებული გამოწვევები და საფრთხეები.
ასევე, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება და სახელმწიფოს როლი ამ პროცესში, რეგიონული და
ადგილობრივი ადვოკატირების სტრატეგიები, საზოგადოებრივი მაუწყებლის საკითხი,
გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული კანონმდებლობის შემუშავების აუცილებლობა ციფრულ
მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში.
კონფერენცია ტარდება ღია საზოგადოების ფონდების ორგანიზებით და მასში მონაწილეობენ ციფრული მედიის საერთაშორისო ექსპერტები ინგლისიდან, ესტონეთიდან, ლიტვიდან, მოლდავეთიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან და საქართველოდან.
წყარო: media.ge