en
ge

გამოხმაურება „თბილისი პრაიდის“ განცხადებასთან დაკავშირებით

გამოხმაურება „თბილისი პრაიდის“ განცხადებასთან დაკავშირებით

თბილისი. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი ეხმაურება „თბილისი პრაიდის“ გუშინდელ განცხადებას და სრულად იზიარებს ორგანიზაციის მოთხოვნებს ხელისუფლებისადმი.

„წელს, „თბილისი პრაიდი“ საზოგადოების პოლარიზაციისა და ევროინტეგრაციის პროცესში დაძაბულობის კერების თავიდან არიდების მიზნით უარს ამბობს პრაიდ კვირეულის ფარგლებში „ღირსების მარშის“ ჩატარებაზე. საქართველოს ქვიარ თემი და მათი მხარდამჭერები უარს ამბობენ შეკრების კონსტიტუციური უფლებით სარგებლობაზე, რადგან აგრესიული, ჰომოფობიური ჯგუფების მობილიზაცია მათთვის კვლავ, ისევე როგორც შარშან, პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს.

წლევანდელი პრაიდ კვირეული დახურული ღონისძიებებისგან შედგება. მიუხედავად ამისა, მოძალადე, პრო-რუსული ჯგუფები კვლავ ღიად აცხადებენ, რომ ხელს შეუშლიან ფესტივალის ორგანიზატორებს და ჩაშლიან მათ ღონისძიებებს.  კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ გამოავლინოს პოლიტიკური ნება, დააკავოს როგორც შარშანდელი, ისევე წლევანდელი ძალადობის ორგანიზატორები და დაიცვას ფესტივალი. შემაშფოთებელია, რომ დაპირისპირების თავიდან ასარიდებლად მშვიდობიან ჯგუფებს უწევთ თავიანთი უფლებით სარგებლობაზე უარის თქმა, ხოლო მოძალადეები კვლავ ღია, აგრესიული ტექსტებით იმუქრებიან“.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)