იმერეთი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „ზესტაფონის დასუფთავების და კეთილმოწყობის სერვის ცენტრი“, მაია კახნიაშვილის თანამდებობაზე აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ, სასამართლო გადაწყვეტილებას არ ასრულებს, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლით დასჯად ქმედებას და საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს:
ა(ა)იპ „ზესტაფონის დასუფთავების და კეთილმოწყობის სერვის ცენტრს" - აღასრულოს სასამართლო გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ აღადგინოს განთავისუფლებული პირი სამსახურში და აუნაზღაუროს იძულებითი განაცდური.
საქართველოს პროკურატურას - აწარმოოს დროული და ეფექტური გამოძიება და შეისწავლოს საქმეში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების არსებობა.
აღსრულების ეროვნულ ბიუროს - შეასრულოს მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულება და უზრუნველყოს სასამართლო გადაწყვეტილების შეუფერხებელი აღსრულება.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)