en
ge

24 ივნისს გამართული აქცია - „შინ ევროპისკენ“

24 ივნისს გამართული აქცია - „შინ ევროპისკენ“

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, 24 ივნისს თბილისში გამართული ფართომასშტაბიანი აქციის შესახებ წერს. აქცია მას შემდეგ გაიმართა, რაც საქართველომ  ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი დაკარგა.

ორგანიზაციის ცნობით, ევროკავშირი დაგვპირდა, რომ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, თუ 2022 წლის ბოლომდე საქართველო რეფორმების 12-პუნქტიან გეგმას შეასრულებს.

„ჩვენ არ გვჯერა, რომ მთავრობა, რომელმაც არაერთხელ დაარღვია საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიცემული პირობა, ამ რეფორმებს გაატარებს.

ამიტომ, 24 ივნისის აქციაზე საერთო სახალხო მოძრაობამ  შინ ევროპისკენ მოვითხოვეთ: 

საქართველოს მთავრობის გადადგომა ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით, რომელმაც ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის სტატუსი არ მიეღო - სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ევროპელ დიპლომატებს და ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრებს, ამძაფრებდა ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ სიტუაციას, აზიანებდა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს და რეფორმებისთვის არანაირ მზაობას არ აჩვენებდა.

მოვითხოვეთ ბიძინა ივანიშვილისგან, დათმოს აღმასრულებელი ძალაუფლება და ის კონსტიტუციის ფარგლებში გადასცეს „ეროვნული თანხმობის მთავრობას - ევროკავშირისთვის“, რომელიც გარდამავალ ეტაპზე მართავს სახელმწიფოს, შეასრულებს 12-ვე პუნქტს და უზრუნველყოფს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას“, ნათქვამია განცხადებაში.

სრულად... 

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)