სამეგრელო. 22 მაისს ასოციაცია „ათინათის" ახალგაზრდულ ცენტრ „ორტუსის" წევრებმა ზუგდიდის #12 საჯარო სკოლის ბავშვებს ჩაუტარეს თანატოლთა ტრენინგი, თემაზე „ლიდერობა". ტრენინგი დამყარებული იყო დისკუსიაზე, პრაქტიკულ დავალებებზე და სახალისო სავარჯოშოებზე. ტრენერებმა ბავშვებს მიაწოდეს ინფორმაცია ლიდერის ტიპებზე და მათ მნიშვნელოვან თვისებებზე. ღონისძიება ჩატარდა პროექტ – „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" – ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, ამერიკის შეერთებეული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში