ქვემო ქართლი. „საფარის“ იურისტი ქვემო ქართლის რეგიონში, ნონა ასლანიშვილი ქალებისთვის საინფორმაციო შეხვედრებს მართავს.
„ბოლო ორი კვირის განმავლობაში შეხვედრები გაიმართა მარნეულის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში. მომდევნო კვირების განმავლობაში მარნეულის გარდა, მოვიცავთ ბოლნისს, გარდაბანს და ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებს.
ნონა ასლანიშვილი რამდენიმე თვეა ქვემო ქართლში მუშაობს და ადგილობრივ ქალებსა და ბავშვებს უფასო იურიდიულ სერვისებს სთავაზობს. საინფორმაციო შეხვედრებზე ის ქალებს აცნობს „საფარის“ ამ და სხვა სერვისებსა თუ შესაძლებლობებს. მათ შორის, აპლიკაცია Safe You-ს, მის ფუნქციებსა და შესაძლებლობებს.
შეხვედრები ტარდება პროექტის ფარგლებში, „გენდერული და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრა საქართველოში“, რომელსაც „საფარი“ ახორციელებს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით“.
წყარო: sapari.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)