en
ge

ომბუდსმენის განცხადება პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით

ომბუდსმენის განცხადება პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით

თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება 28 ივნისიდან მიმდინარე პრაიდის კვირეულს და ხაზს უსვამს მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების მშვიდობიანად, ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ჩატარების მნიშვნელობას, როგორც ლგბტ+ თემის და მათი მხარდამჭერების მიერ უფლებების სათანადო რეალიზების, ასევე, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების წარმართვის მხრივ.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს:

•    შესაძლო ძალადობრივი ქმედებების პრევენციის მიზნით, გაატაროს დროული და ეფექტიანი ღონისძიებები, რათა თბილისი პრაიდის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს არ შეექმნათ არანაირი საფრთხე ძალადობრივი ჯგუფებისგან;

•    უზრუნველყოს „პრაიდის კვირეულში“ დაგეგმილი ყველა ღონისძიების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად ჩატარება. გაწიოს შესაბამისი მუშაობა, „თბილისი პრაიდის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიის დაცვის მიზნით;

•    თბილისი პრაიდის კვირეულის ჩატარებასთან დაკავშირებით განხორციელებული სავარაუდო მუქარისა და ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდების ფაქტზე 2022 წლის 6 ივნისს დაწყებული გამოძიება ჩაატაროს ეფექტიანად;

•    ყველა შესაძლო კანონდარღვევაზე დაუყოვნებლივ მოახდინოს ეფექტიანი რეაგირება.

სრულად...

წყარო: ombudsman.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)