სამცხე–ჯავახეთი. დემოკრატ მესხთა კავშირის ორგანიზებით ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა, სოფელ ურაველის ახალგაზრდებს ფოტოგრაფიის შესახებ ტრენინგი ჩაუტარეს. შეხვედრას 15–ზე მეტი ახალგაზრდა დაესწრო. ღონისძიება ჩატარდა, პროექტის „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში