ქვემო ქართლი/კახეთი. 28 ივნისს, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების წარმომადგენელი პარტნიორი საჯარო სკოლების დირექტორებისა და სასკოლო კლუბების ფასილიტატორების მონაწილოებით შეჯამდა „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიების“ მუშაობის ერთწლიანი ციკლი.
სამუშაო შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით პროექტის „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ („Skill Building and Innovative Job Opportunities for Regional Development of Georgia“) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა (YPU) და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან (GCDA) ერთად.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)