აჭარა. სოციალური სამართლიანობის ცენტრი წარმოგიდგენთ ფოტო ისტორიას „ოცნების ქალაქიდან“.
„ბათუმთან ახლოს, უკვე მეათე წელია, მაღალმთიანი აჭარიდან წამოსული ოჯახები არაფორმალურ დასახლებაში ცხოვრობენ. მათ ეს დასახლება თვითნებურად გააშენეს და აქაურობას „ოცნების ქალაქი“ დაარქვეს. ამ სახელის დარქმევა შემთხვევითი არ ყოფილა. ოჯახებს, ვისაც საცხოვრებლის პრობლემა ჰქონდა, სჯეროდა, რომ 2012 წლის არჩევნებისა და ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, მათ ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვლებოდა და ბოლოს და ბოლოს შეძლებდნენ ცხოვრების ღირსეულ პირობებში გაგრძელებას.
როგორია „ოცნების ქალაქის“ ახლანდელი ყოფა და რას ელოდებიან აქ მცხოვრები ადამიანები? როგორი მომავალი აქვს ოჯახებს, ვინც აქ წლების წინ თვითნებურად დასახლდა?“.
ვრცლად „ოცნების ქალაქის“ შესახებ წაიკითხეთ ორგანიზაციის ვებგვერდზე...
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)