თბილისი. 28 ივნისს, რონდელის ფონდში საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის რიგით მეცხრე შეხვედრა გაიმართა.
პლატფორმა დაარსებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების 412 მუხლის თანახმად. მისი მიზანია შეთანხმების მონიტორინგი და რეკომენდაციების შემუშავება და მიწოდება ევროკავშირსა და საქართველოს თანამშრომლობის უმაღლესი დონის ინსტიტუტებისთვის, მთავრობებისთვის, პარლამენტებისთვის. შეხვედრაზე მიიღეს ერთობლივი განცხადება.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)