თბილისი. უფლებები საქართველოს ინფორმაციით, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2008 წლის ომის საქმეზე ოსი მაღალჩინოსნების დაკავების ორდერები გასცა.
აღნიშნული დაკავების ორდერები უკავშირდება მათ ქმედებას 2008 წელს რუსეთ-საქართველოს შორის შეიარაღებული კონფლიქტის დროს.
ორგანიზაცია მიესალმება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 2022 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებას.
„თავის დროზე „უფლებები საქართველო“ აქტიურად იყო ჩართული ჰააგის საერთაშორისო სასამართლოსთვის რუსეთის აგრესიის დამადასტურებელი ფაქტებისა და მტკიცებულებების მიწოდების პროცესში“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)