თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სოციალური სამართლიანობის ცენტრისა და ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა დროებითი განჩინების გზით იპოდრომის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერების შესახებ.
„იპოდრომის საქმე მნიშვნელოვანია, რადგან ის ურბანული სივრცის დემოკრატიულ და გამჭირვალე მართვას უკავშირდება. საჯარო და მწვანე სივრცეები არა დახურულ კარს მიღმა, არამედ ღიად, მოსახლეობის ჩართულობით და მათი ინტერესების გათვალისწინებით უნდა იმართებოდეს“.
ორგანიზაციამ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მიმდინარე სამუშაოების შეწყვეტისთვის სამართლებრივ დავას აგრძელებს.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)