რაჭა-ლეჩხუმი. USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ინფორმაციით, 6, 7, 8 და 9 ივლისს, „ვიცავთ რაჭას“ - ადვოკატირების კამპანიის წარმომადგენლები კარდაკარ შეხვედრებს გამართავენ რაჭის სოფლებში.
„შეხვედრების მიზანია ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება და დოკუმენტების გასაჯაროება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც, რაჭისა და ქვემო სვანეთის ტყეები, 104 712 ჰექტარი, 49 წლით იჯარით გაცემის შესახებ.
ადვოკატირების ერთობლივ კამპანიას ახორციელებენ „მთის ამბები“, რაჭის სათემო ორგანიზაცია და მწვანე ალტერნატივა USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)