თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ცნობით, ორგანიზაციამ ახალ პუბლიკაციაში თავი მოუყარა პრემიერ ღარიბაშვილის მიმართ წლების განმავლობაში დაგროვილ ბრალდებებსა და კითხვებს, რომლებზეც საზოგადოებას დღემდე არ აქვს პასუხი.
„მასთან დაკავშირებული სავარაუდო კორუფციული და ადამიანის უფლებების დარღვევები არ გამოძიებულა; ირაკლი ღარიბაშვილს არც პოლიტიკური პასუხისმგებლობა აუღია რომელიმე მათგანზე.
„ვინ მართავს საქართველოს“ არის პუბლიკაციების ახალი სერია, რომლის მიზანია, წინა პლანზე გამოიტანოს კორუფციული შინაარსის ის ბრალდებები და პასუხგაუცემელი კითხვები, რომლებიც დაგროვდა ქვეყნის მართვაში მონაწილე კონკრეტულ თანამდებობის პირებზე“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)