თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გაზიარებულ დოკუმენტში კრიტიკულადაა გაანალიზებული საერთო სასამართლოებში საქმეთა შემთხვევით, ელექტრონულად განაწილების სისტემა.
„2020-2021 წლების პერიოდზე დაკვირვება მოწმობს, რომ სისტემის გაუმჯობესება საქართველოს პარლამენტისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის პრიორიტეტული აღარ არის.
საქმეთა განაწილების წესი კვლავ ვერ აზღვევს ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობაზე არასათანადო გავლენების რისკებს.
ხშირად ბუნდოვანი და გაუმჭვირვალეა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეების, ისე სასამართლოების კანცელარიებისა და მენეჯმენტის დეპარტამენტის როლი ამ პროცესში.
ბოლო 2 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუარესდა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სტანდარტები, რაც მნიშვნელოვნად ართულებს სისტემის ფუნქციონირების ეფექტიან მონიტორინგს“, ნათქვამია ანგარიშში.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)