იმერეთი. სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიიჩნევს, რომ ითხვისში განვითარებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის საქმიანობა კითხვებს და ეჭვებს აჩენს.
„ადგილობრივთა მოთხოვნით და მომხდარიდან სამი თვის შემდეგ, ითხვისში 2022 წლის მარტში განვითარებულ მოვლენებს უწყებათაშორისი კომისია სწავლობს. კომისიის შემადგენლობაში დამოუკიდებელი ექსპერტის და ადგილობრივი წარმომადგენლის არარსებობა დაზარალებულებს შორის უნდობლობას იწვევს. ეჭვებს ამძაფრებს ის ფაქტიც, რომ კომისიის მეთოდოლოგიის შესახებ ადგილობრივთათვის არაფერია ცნობილი და ისიც, რომ კომისიის მუშაობის დასრულებამდე დაზარალებულ ოჯახებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზიანის შეუსაბამო და სამართლებრივად ბუნდოვანი კომპენსაცია შესთავაზეს.
ადგილობრივი მოსახლეობა კომისიის საქმიანობის შესახებ მეტ ინფორმაციას ითხოვს და ჩართულ სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებს ოქმების, გეგმების და ვადების გასაჯაროების გზით უზრუნველყოს კომისიის საქმიანობის გამჭვირვალეობა“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)