კახეთი. კახეთის რეგიონული ჰაბი აქტიურად მუშაობს ახალგაზრდების სათემო მობილიზაციის ხელშეწყობის მიმართულებით.
29 ივნისს კახეთის რეგიონული ჰაბის მიერ ჩატარდა ტრენინგები ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალსოფელსა და ზინობიანში, თემში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისა და შერეული ოჯახების წარმომადგენელი ახალგაზრდებისათვის.
ტრენინგზე განიხილეს სამოქალაქო აქტივიზმისა და სამოქალაქო ჩართულობის საკითხები...
კახეთის რეგიონული ჰაბის საქმიანობას უზრუნველყოფს ორგანიზაცია მედია ცენტრი კახეთი (MCK) ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ (2021-2025) ფარგლებში. აღნიშნული პროექტის მიზანია, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი ქვეყნის მასშტაბით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)