თბილისი. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას (GDI) ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება უჩა მამაცაშვილის მიერ ააიპ „ანტიკორუფციული მოძრაობისა“ და მისი წარმომადგენლების, ვასო ურუშაძისა და ლაშა ფარულავას წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა.
„წარდგენილ სარჩელში ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი სადავოდ ხდის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ იმ განცხადებებს, რომელშიც ისინი უთითებდნენ უჩა მამაცაშვილის სავარაუდო ჩართულობაზე ტრანსნაციონალურ დანაშაულში (ე.წ „ქოლ-ცენტრების“ საქმე) და მის სავარაუდო კავშირზე საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის გაძვირებასთან. მოსარჩელის აზრით, აღნიშნული განცხადებები არის ცილისწამება და სასამართლოს გზით მოპასუხეებისგან ითხოვს გავრცელებული ცნობების უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას 150 000 ლარის ოდენობით.
„ანტიკორუფციული მოძრაობისა“ და მისი წარმომადგენლების, ვასო ურუშაძისა და ლაშა ფარულავას ინტერესებს სასამართლოში GDI იცავს“.
წყარო: gdi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)