თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ანალიზს: საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ხარჯვა 2021 წელს.
კვლევის თანახმად,
2021 წლის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხების განკარგვის პრაქტიკა ნაკლებად არის შესაბამისობაში ფონდის მიზნებთან და პრინციპებთან.
2021 წელს გამოყოფილი თანხების უმეტესობის ბიუჯეტში გათვალისწინება შესაძლებელი იყო.
2017-2021 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ფულადი ჯილდოებით (პრემია) წახალისებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო ჯამურად 20.5 მილიონი ლარი.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)