კახეთი. გაეროს განვითარების პროგრამის თანახმად, სოფელ კაბალის საჯარო სკოლაში ენერგოეფექტურობისა და განათლების ცენტრი გაიხსნა. ცენტრში გამოფენილია მზის მინი-პანელები, ენერგოეფექტური ღუმლები, ქარის ენერგიის გენერატორი, ბიოგაზის მოპოვების მოდელი და ბევრი სხვა მოწყობილობა.
„ცენტრში მოსული მოსწავლეები, მასწავლებლები და სოფლის მაცხოვრებლები განახლებადი ენერგიის გამოყენებას და ენერგოეფექტურობის პრინციპებს ეცნობიან. საინფორმაციო შეხვედრებს უკვე 200-ზე მეტი მონაწილე დაესწრო.
ამ საგანმანათლებლო მწვანე პროექტს ახორციელებს ლაგოდეხის განვითარების ჯგუფი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ENPARD პროგრამის ფარგლებში. პროექტში ასევე ჩართულია არასამთავრობო ორგანიზაცია „ენერგოეფექტურობის ცენტრი“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)