თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს კვლევამ პარტიების დაფინანსების შესახებ, კიდევ ერთხელ გამოკვეთა, რომ საქართველოში პარტიებს შორის ფინანსური უთანასწორობა და პოლიტიკური კორუფციის არაეფექტიანი სახელმწიფო ზედამხედველობა მთავარ პრობლემებად რჩება.
კერძოდ, 2021 წელს:
17-მა პარტიამ მთლიანობაში დაახლოებით 43 მლნ ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო და 41.9 მლნ ლარის ხარჯი გაწია, რომელთა დაახლოებით 60% - „ქართული ოცნებაზე“ მოდიოდა
მმართველი პარტიის შემომწირველებმა ჯამში დაახლოებით 320 მლნ ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს და 19 მლნ ლარის გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მიიღეს. ამ კომპანიებმა და მათთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა შემომწირველებმა იგივე პერიოდში დაახლოებით 4.5 მლნ ლარი გაიღეს „ქართული ოცნების” სასარგებლოდ
საკანონმდებლო ცვლილებებით, ორმა პარტიამ - „საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ” და პარტიამ „ლელო საქართველოსათვის”, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება დაკარგა“.
პოლიტიკური კორუფციის ან სხვა ტიპის შესაძლო დარღვევები, ასევე, ორგანიზაციის რეკომენდაციები დეტალურად ნახეთ კვლევაში...
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)