თბილისი. 2 ივლისს სამოქალაქო აქტივისტები ქალაქ მარნეულში „შინ ევროპისკენ“ საინფორმაციო კამპანიას ეწეოდნენ, რა დროსაც აქტივისტებს თავს დაესხნენ მერიის და საკრებულოს თანამშრომლები. ისინი სამირა ბაირამოვას აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ასევე, ჰქონდათ ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობაც.
სამოქალაქო აქტივისტები, მედიის წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოება შეშფოთებას გამოთქვამენ შექმნილი სიტუაციის გამო და მოუწოდებენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას, დაუყოვნებლივ დაიწყოს დისციპლინური წარმოება საჯაროდ ჩადენილი და დღემდე მიმდინარე გადაცდომებისთვის:
თანამდებობიდან გაათავისუფლოს რიმა ოთარაშვილი და ირმა ზარქუა;
თანამდებობიდან გაათავისუფლოს ააიპ „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა - ბაღების გაერთიანება (სკოლამდელი აღზრდის ცენტრის) დირექტორის მოადგილე, სოსო ინაძე, რომელიც არღვევდა კანონს, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა სამირა ბაირამოვას.
თვითმმართველობის ცალკეულმა პირებმა შეწყვიტონ შეურაცხყოფაზე დაფუძნებული გამოხატვა და დაიწყონ კონსტრუქციული თანამშრომლობა მედიასა და სამოქალაქო სექტორთან.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)