en
ge

1 წელი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან და დაუსჯელი მოძალადეები

1 წელი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან და დაუსჯელი მოძალადეები

თბილისი. მედიის ადვოკატირების კოალიციის ინფორმაციით, დღეს, 11 ივლისს, ტელეკომპანია პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა.

2021 წლის 11 ივლისს, ლექსო, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სირცხვილია-ს ოფისში ათობით თავდამსხმელის ძალადობის მსხვერპლი გახდა, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

საქართველოს პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ გამოუვლენია დამნაშავეები.

გაეცანით:

კოალიციის წევრი ორგანიზაციის „მედიის განვითარების ფონდის“ (MDF) ახალ კვლევას „ძალადობრივი ჯგუფების ანატომია - 1 წელი 5 ივლისის მოვლენებიდან“...

ასევე, მედიის ადვოკატირების კოალიციის შეფასებას - მედიის პოგრომი: თბილისი 5 - 6 ივლისი, 2021 წელი...

„2021 წლის 5 და 6 ივლისის მასშტაბური ძალადობის ორგანიზატორთა გამოვლენა და დასჯა ხელისუფლების საქართველოს მთავრობა პასუხისმგებლობაა“, ნათქვამია განცხადებაში.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)