თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი ადიგენში მუსლიმი თემის საკუთრების უფლების შეზღუდვის ტენდენციაზე მიუთითებს.
„2018 წელს, მთავრობის განკარგულებით საქართველოს საპატრიარქოს გადაეცა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ კიკიბოსა და დერცელში არსებული არასასოფლო-სამეურნეო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებიც მუსლიმი თემის მართლზომიერ მფლობელობაში იყო და თემის წევრები სათიბ-საძოვრებად იყენებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას მიწის ნაკვეთების მართლზომიერ მფლობელობის დამადასტურებელი სამართლებრივი დოკუმენტები გააჩნდა, სახელმწიფო უწყებებმა ყოველგვარი მოკვლევისა და შეფასების გარეშე უგულებელყვეს მოსახლეობის სამართლებრივი ინტერესები და ნაკვეთები საპატრიარქოს საკუთრებაში გადასცეს.
მოსახლეობამ სახელმწიფო უწყებების ქმედებები სასამართლოში გაასაჩივრა, სასამართლო მხოლოდ ერთი მოსარჩელის შემთხვევაში აღმოჩნდა შედეგიანი, სხვა პირები კი საარსებო რესურსის (მიწა) გარეშე დატოვა“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)