რეგიონები. 2022 წლის ივნისის თვეში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის თანამშრომლებმა საინფორმაციო შეხვედრები გამართეს ქვემო ქართლის, აჭარისა და იმერეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ქალებთან, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებულ პირებთან.
შეხვედრის მიზანი იყო რეგიონში მცხოვრები ქალების ცნობიერების ამაღლება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობისა და სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ.
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)