თბილისი. საწარმოო ტრამვაის შედეგად დაზარალებულმა პირმა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით დავა მოიგო.
ორგანიზაცია იცავდა 1990 წლის იანვარში საწარმოო ტრავმის შედეგად დაზარალებულ პირს, რომელიც სამუშაო ადგილას მიღებული დაზიანების შედეგად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გახდა.
უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით, მოპასუხეს დაზარალებული პირის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელის აღძვრამდე უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მიუღებელი სარჩოს სხვაობის - 16387 ლარის გადახდა. ასევე, სარჩოს სახით ყოველთვიურად 500 ლარის გადახდა.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)