თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) გადმოცემით, ფილმი არის იმაზე, თუ როგორ აღმოჩნდა ბათუმის მახლობლად, ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ საბჭოთა რეჟიმის მიერ დახვრეტილი ასობით ადამიანის სამარხი.
„ეს ამბავი სავარაუდოდ დიდი ტერორის დროს, მეოცე საუკუნის 30-იან წლებში იწყება. სიკვდილმისჯილებს მაშინ საქართველოს ოთხ დიდ ქალაქთან: თბილისთან, ქუთაისთან, სოხუმსა და ბათუმთან ახლოს ხვრეტდნენ.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიისა და #IDFI-ის მოწვევით, პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის (#IPN) მკვლევრებმა, 2022 წლის თებერვალში, სრულად გახსნეს №6 სამარხი და დაიწყეს ნეშტების ამოსვენების და შესწავლის პროცესი“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)