თბილისი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) აქვეყნებს დოკუმენტს: „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ საქმიანობა საქართველოს რეგიონებში.
„პოლიტიკური გაერთიანება „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფო“ 7 თვის წინ, 2021 წლის 7 დეკემბერს, დარეგისტრირდა.
პოლიტიკური პარტიების უმრავლესობისგან განსხვავებით, „კონსერვატიულ მოძრაობას“ საქართველოს 64 მუნიციპალიტეტიდან 62-ში ოფისი აქვს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემების მიხედვით, პარტიამ თებერვლიდან ივნისის ჩათვლით შემოწირულობის სახით 277 959 ლარი მიიღო. ამასთან, პოლიტიკური გაერთიანება 72 494 ლარის უკანონო შემოწირულობის მიღებაში იქნა მხილებული, რისთვისაც აუდიტის სამსახურმა 217 482 ლარით დააჯარიმა“.
გაიგეთ მეტი „კონსერვატიული მოძრაობის“ საქმიანობისა და ფინანსების შესახებ...
წყარო: www.isfed.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)