გურია. 8 ივლისს, ოზურგეთში „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ორგანიზებით ჩატარდა კვლევის „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახების საჭიროებების და მათი დისფუნქციურობის განმაპირობებელი ფაქტორების“ საბოლოო ანგარიშის პრეზენტაცია.
შეხვედრაზე დამსწრე აუდიტორია შეთანხმდა, რომ კვლევის რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ასევე ჩაერთვება შემუშავებული რეკომენდაციების ადვოკატირების პროცესებში.
კვლევა განხორციელდა „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ მიერ პროექტის „უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში ორგანიზაცია Brot für die Welt-ის ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)