en
ge

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმი. 13 ივლისს, „უფლებები საქართველოს“ ამბროლაურის სამართლებრივი დახმარების ცენტრის იურისტმა, ანა ჯელაძემ, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

ორგანიზაციის იურისტმა შეხვედრის მონაწილეებს ამბროლაურის სამართლებრივი დახმარების ცენტრის საქმიანობა და უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნო. თავის მხრივ, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციამ აღნიშნული მომსახურების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების ხელშეწყობის მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრა გაიმართა პროექტის „გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „უფლებები საქართველოს“ და კიდევ ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, ევროკავშირისა და ASB საქართველოს მხარდაჭერით.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)