თბილისი. თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი პატიმრის საქმეზე მსოფლმხედველობის (ვეგანობის) გამო დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა და სახელმწიფოს მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა.
ორგანიზაციის თანახმად, ეს საქმე მნიშვნელოვანია, რადგან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ უშუალოდ მოსარჩელის დარღვეული უფლებების აღდგენა, არამედ მიღებული გადაწყვეტილება გახდება პენიტენციურ დაწესებულებებში კვების საკითხებთან დაკავშირებული რეგულაციების გადახედვის საფუძველი. ეს არის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება, რომელშიც სასამართლომ ვეგანობის ნიშნით დაადგინა დისკრიმინაცია. მოპასუხეებს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრება შეუძლიათ.
წყარო: www.gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)