თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მიიჩნევს, რომ მმართველმა პარტიამ პარლამენტის რიგგარეშე სესიას ბოიკოტი არ უნდა გამოუცხადოს და ევროკავშირის კონკრეტული მოთხოვნების შესრულება უნდა დაიწყოს.
„რიგგარეშე სესია პრეზიდენტმა 46 ოპოზიციონერი დეპუტატის მიმართვის საფუძველზე მოიწვია.
დღის წესრიგით სწორედ ის საკითხებია განსაზღვრული, რომლებიც ხელს შეუწყობს დემოკრატიულ ცვლილებებს, პოლიტიკურ პლურალიზმს და მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გზაზე.
მოვუწოდებთ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს რიგგარეშე სესიით განსაზღვრული საკითხები განიხილონ კომიტეტის სხდომებზე, დაესწრონ რიგგარეშე პლენარულ სხდომას და მხარი დაუჭირონ საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც ჩვენ ქვეყანას წინ წასწევს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“.
წყარო: transparency.ge
ფოტო: parliament.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)