თბილისი. გაეცანი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ანალიტიკოსის ნინო კაპანაძის ბლოგპოსტს „ტექნოკრატიული (ტექნიკური) მთავრობები - ჩვენი დროის გმირები?“.
„ტექნიკური, იგივე ტექნოკრატიული მთავრობა დარგის პროფესიონალებისგან შედგება, რომლებიც ინიშნებიან მაშინ, როცა ქვეყანაში რაიმე სახის კრიზისი ჩნდება. ტექნოკრატია სწორედ არაპარტიული და ექსპერტული ელიტის აღმასრულებელი უფლებამოსილებებით აღჭურვას გულისხმობს, რათა მათ ამ კონკრეტულ მომენტში კრიზისის გადასალახად მართვის სადავეები აიღონ ხელში.
საქართველოს სინამდვილეში ეს ნაკლებად შესწავლილი ფენომენი ბოლო პერიოდში აჩენს იმის ინტერესს, თუ რას წარმოადგენს ტექნიკური მთავრობა, შეესაბამება თუ არა ამგვარი მმართველობა და მთავრობები დემოკრატიულ სტანდარტებს, როდის ჩნდება მისი შემოღების აუცილებლობა, როგორი გამოცდილება არსებობს ქვეყნების მიხედვით და არის თუ არა მართვის ეს კონცეფცია ქვეყნის გადარჩენისთვის საუკეთესო გზა“.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)