en
ge

სამუშაო შეხვედრა მუნიციპალიტეტებთან

სამუშაო შეხვედრა მუნიციპალიტეტებთან

სამცხე–ჯავახეთი. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზებით ცემში, 13–14 ივლისს გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანიც ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერება იყო. შეხვედრას ესწრებოდნენ ათი მუნიციპალიტეტის (ოზურგეთი, ჩოხატაური, ბათუმი, ხელვაჩაური, გორი, რუსთავი, ქედა, ლანჩხუთი, ფოთი, ქობულეთი) საკრებულოს და მერიის წარმომადგენლები. 

შეხვედრაზე მონაწილეებმა იმსჯელეს მოქალაქეთა მონაწილეობის თვითშეფასების ელექტრონული ინსტრუმენტის (ბენჩმარკინგის) განახლებასა და მის დანერგვაზე. აღნიშნული ინსტრუმენტით მოქალაქეთა მონაწილეობის შეფასება უკვე განხორციელდა 5 საპილოტე მუნიციპალიტეტში (გორი, ბათუმი, ოზურგეთი, ხელვაჩაური, ჩოხატაური), სამომავლოდ კი იგეგმება მისი დანერგვა სხვა მუნიციპალიტეტებშიც. მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება მოქალაქეთა მონაწილეობის მიმართულებით და სამომავლო თანამშრომლობასა და სამოქმედო გეგმებზეც იმსჯელეს. 

სამუშაო შეხვედრა ჩატარდა „ადგილობრივი განვითარების აქტორების მდგრადი კავშირის შექმნა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია გერმანული საერთაშორისო ფონდის, Bread for the World-ის მიერ. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე განვითარების სფეროში ჩართული აქტორების გაძლიერებას, რათა მათ ეფექტურად შეძლონ ადგილობრივი საჭიროებებისა და განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აქტიური მონაწილეობა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023