თბილისი. ადამიანის უფლებათა ცენტრის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 18 ივლისიდან, ყოველ პარასკევს, ცენტრის ოფისები 10:00-დან 14:00 საათამდე იმუშავებს.
ორგანიზაციის ცნობით, „ეს გადაწყვეტილება უკავშირდება თანამშრომელთა მოტივაციის ზრდას, რათა დაძაბული სამუშაო კვირის შემდგომ უზრუნველყოფილი იყოს შესაფერისი დროით დასვენება და ახალი სამუშაო კვირიდან თითოეული თანამშრომლის ჩართულობა სამუშაო პროცესში მეტად პროდუქტიული იყოს.
ადამიანის უფლებათა ცენტრი ზრუნავს თანამშრომლების შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე. ორგანიზაცია მრავალი წელია, შუადღის ერთსაათიან შესვენებას 8-საათიან სამუშაო დროში თვლის“.
წყარო: www.hrc.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)