თბილისი. 13 ივლისს, ადამიანის უფლებების დარგში საქართველოში საფრანგეთის საელჩოს პრემიის გადაცემის ცერემონია რესტორან მეტისში, საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნის ფარგლებში გაიმართა.
„წელს, საქართველოში საფრანგეთის საელჩომ ადამიანის უფლებების რიგით მე-6 პრემია მიუძღვნა პროექტებს, რომლებიც აძლიერებენ ქალების ავტონომიას კრიზისულ სიტუაციებში, იქნება ეს კლიმატურ, გარემოსდაცვით, ეკონომიკურ, სოციალურ საკითხებთან თუ კონფლიქტებთან დაკავშირებული.
კრიზისები განსაკუთრებით ეხება ქალებსა და გოგონებს, რომლებიც სექსისტური და სექსუალური ძალადობის ზრდისა და ჯანმრთელობის დაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის სიმცირის მსხვერპლი ხდებიან. დაბრკოლებების წინაშე, რომლებიც მათი ადაპტაციის უნარს ზღუდავს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქალთა ავტონომიისა და მათი პასუხისმგებლობის გაძლიერებას, რათა მხარი დავუჭიროთ მათ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და გარემოსდაცვით გამოწვევებზე ადაპტირებული საარსებო სტრატეგიების შემუშავებაში.
სწორედ ამ თემის გარშემო, საფრანგეთის საელჩომ 2022 წლის ადამიანის უფლებების პრემიითა და 2000 ევროს ოდენობის თანხით დააჯილდოვა არასამთავრობო ორგანიზაცია « მერკური » www.merkuri.org.ge. ზუგდიდში მდებარე ეს ორგანიზაცია გამარჯვებულად გამოცხადდა ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის პროექტის გამო“.
წყარო: ge.ambafrance.org
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)