თბილისი. 19 ივლისს, რონდელის ფონდმა „ახალგაზრდები ცვლილებისთვის“ პროგრამის კურსდამთავრებულთა კონფერენცია მოაწყო.
„შეხვედრის ფარგლებში თავად პროექტის კურსდამთავრებულებმა წარადგინეს მოხსენებები და იმსჯელეს ისეთ აქტუალურ თემებზე როგორებიცაა: რეგიონებში სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობა ახალგაზრდებში, განათლების სისტემაში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები, ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდების წინაშე არსებული პრობლემები და ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობა თანასწორობის საკითხებში.
პროექტი „ახალგაზრდები ცვლილებისთვის“ მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ახალგაზრდების გააქტიურებასა და მათ პროფესიონალებად ჩამოყალიბების პროცესს და ხორციელდება ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის (NED) ხელშეწყობით“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)