სამცხე–ჯავახეთი. 23 მაისს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, თემაზე – ,,ქალი და პოლიტიკა", საჯარო დისკუსია გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი მოსახლეობის, ხელისუფლებისა და არასათავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მონაწილეებმა ქართულ პოლიტიკაში არსებული გენდერული დისბალანსი და მისი გამომწვევი მიზეზები განიხილეს. იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ შეიძლება ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში რაც შეიძლება მეტი ქალი ჩაერთოს.
საუბარი შეეხო საარჩევნო კოდექსის ერთ–ერთი ნაწილსაც, რომელიც საინიციატივო ჯგუფს ავალდებულებს გარკვეული თანხის გადახდას საკრებულოს წევრის წარდგენისთვის და დასვეს მისი გაუქმების საკითხი. დისკუსიის საგანი გახდა ასევე 15 მაისს ქუთაისში პარლამენტის შენობის წინ გამართული აქცია, რომლის მონაწილეებიც საკანონმდებლო ორგანოში შიდა პარტიული ქვოტირების თაობაზე მხარდაჭერას მოითხოვდნენ.
დისკუსია ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით გაიმართა.