en
ge

HRC ნიკა გვარამიას საქმის განხილვის ვადების დარღვევით გადავადებას ეხმიანება

HRC ნიკა გვარამიას საქმის განხილვის ვადების დარღვევით გადავადებას ეხმიანება

თბილისი. ადამიანის უფლებათა ცენტრის (HRC) ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმის სასამართლო პროცესი 2022 წლის 4 ოქტომბრამდე, 2-თვენახევრით გადაიდო. ორგანიზაციის ცნობით, ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად, მოსამართლეთა კოლეგიამ აგვისტოს თვეში მათი შვებულებები დაასახელა.

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 სექტემბრამდე უნდა დაესრულებინა საქმის განხილვა და გამოეტანა განაჩენი.

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო საჩივრისა და საქმის მიღებიდან 10 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სხდომა იმართება საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 1 თვის ვადაში. საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოაქვს სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 თვის ვადაში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ამ საქმის ორთვენახევრით გადადება (ნაცვლად 2 თვისა) საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევაზე მიუთითებს.

საპროცესო ვადის დარღვევის ფაქტი, მნიშვნელოვანია შეფასდეს იმ კუთხითაც, თუ რამდენადაა საქმე გაჭიანურებული უსაფუძვლოდ და ამასთან, იკვეთება თუ არა მოსამართლეთა პერსონალური ბრალეულობა. ამ საკითხის შეფასება მნიშვნელოვანია, რადგან გარდა საპროცესო ვადის დარღვევისა, ასევე ირღვევვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის ერთ–ერთი მთავარი პრინციპი: „სამართლიანი პროცესი და სწრაფი მართლმსაჯულება“ (სსსკ-ის მე-8 მუხლი)“...

სრულად...

წყარო: www.hrc.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023