en
ge

2013-19 წლებში საქართველომ რუსეთის ფედერაციაში 14 ადამიანის ექსტრადიცია დააკმაყოფილა

2013-19 წლებში საქართველომ რუსეთის ფედერაციაში 14 ადამიანის ექსტრადიცია დააკმაყოფილა

თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, 2013-2019 წლებში რუსეთმა საქართველოს 23 ადამიანის ექსტრადიცია მოსთხოვა. ამათგან, საქართველოს ხელისუფლებამ 14 შემთხვევაში მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ორგანიზაციის ცნობით, განახლებულ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო არაერთი მიმართვის მიუხედავად, აღარ გასცემს.

„სამწუხაროდ, ბოლო წლებში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან ეს მანკიერი პრაქტიკა ნორმალიზებულია. ჩვენ მიერ შესწავლილი  საქმეები ცხადყოფს, რომ ექსტრადიციის შემთხვევებისას, ქართული სახელმწიფო იჩენს პოლიტიკურ ლოიალობას რუსეთის ფედერაციის მიმართ და ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის რისკებს არასათანადოდ აფასებს.

ჩვენთვის მორალური და პოლიტიკური თვალსაზრისითაც სრულად გაუგებარია, როგორ შეიძლება საქართველოს სახელმწიფომ დაუშვას რუსეთის ფედერაციასთან,  რომელიც უკვე წლებია ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის მიმართ საერთაშორისო დანაშაულებს ჩადის, სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობა და რეპრესიული, კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმის წინაშე ადამიანების ექსტრადირება“, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)