ქვემო ქართლი. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, რამდენიმე თვეა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკას მოსახლეობა ცდილობს თვითმმართველობისთვის საკუთარი ხმის გაგონებას და მათი სოფლის სახელწოდების ცვლილების პროცესში თვითმმართველ ორგანოებისთვის სოფლის პოზიციის გაცნობას.
„26 აპრილს სოფელ კიროვკას მოსახლეობამ მარნეულის მერიასა და საკრებულოს კოლექტიური წერილით მიმართა, რომლითაც ისინი მათი სოფლისთვის ახალი სახელწოდების შერჩევის პროცესში მათ ჩართვას ითხოვდნენ და თვითმმართველობას სოფლის სახელწოდებად „მამეი“-ს სთავაზობდნენ, რაც მათი განმარტებით, აღნიშნული სოფლის ისტორიული სახელწოდებაა და რომელიც 1949 წელს საბჭოთა კავშირის პერიოდში შეიცვალა, როგორც კიროვკა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მხარს უჭერს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკას მოსახლეობის მოთხოვნას მათ სოფელში დასახლების საერთო კრების ჩატარებასთან დაკავშირებით და მოუწოდებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას, რომ გაატაროს საერთო კრების ჩატარებისთვის საჭირო ყველა ზომა“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)