თბილისი. 22 ივლისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა კორუფციასთან მებრძოლთა სასერტიფიკატო პროგრამის კურსდამთავრებულები დააჯილდოვა.
კორუფციასთან მებრძოლთა სასერტიფიკატო პროგრამა იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორებში დასაქმებული პირებისა და სტუდენტებისთვის ჩამოყალიბდნენ კორუფციასთან მებრძოლ ექსპერტებად, მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, გაიზიარონ სხვა ქვეყნების გამოცდილება და ხელი შეუწყონ სხვადასხვა დონეზე კორუფციის დამარცხებას საქართველოში.
პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ღია საზოგადოების მხარდაჭერის ფონდი პროექტის „მდგრადი ადამიანური რესურსების განვითარება კორუფციასთან საბრძოლველად“ ფარგლებში და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (Sida) პროექტის „ორგანიზაციული მხარდაჭერა“ ფარგლებში.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)