აჭარა. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე ბათუმში სახლს უნებართვოდ აშენებს, მშენებლობის ხარჯები ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ აქვს.
ორგანიზაციის მოკვლევით, სახლის მშენებლობა ზაზა დიასამიძემ მეუღლის, თამილა ჭურკვეიძის კუთვნილ მიწაზე 2019 წლიდან დაიწყო, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში მიუთითა.
„აღნიშნულ არქიტექტურულ პროექტზე მშენებლობის ნებართვა არ გაცემულა, შესაბამისად, ზაზა დიასამიძეს და მის მეუღლეს არც რეგულაციებით გათვალისწინებული სამშენებლო მოსაკრებელი გადაუხდიათ“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მიმართავს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, შეისწავლოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიერ ბათუმში უნებართვო მშენებლობის საკითხი და დროულად მიიღოს შესაბამისი ზომები.
ორგანიზაცია მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროსაც, შეისწავლონ ზაზა დიასამიძის ქონებრივ დეკლარაციებში ჩვენ მიერ გამოვლენილი ხარვეზები და კანონის შესაბამისად მოახდინონ გამოვლენილ ხარვეზებზე რეაგირება.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)